пятница, 17 мая 2013 г.

პროექტი "ბუნების მისანი"

პროექტის სახელი: ბუნების მისანი
პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად. გადაინაწილებენ
პასუხისმგებლობას დავალების შესრულების ხარისხსა და ვადებზე.მოიძიებენ ინფორმაციას ფუტკრის შესახებ , დაახარისხებენ და იმსჯელებენ  ფუტკრის სარგებლიანობის შესახებ სხვადასხვა სფეროში. გადაიღებენ ფოტო , ვიდეო მასალას,ეწვევიან  მტირალას ეროვნული პარკის  თაფლის სახლს. აიღებენ ინტერვიუს  თაფლის სახლის კონსულტანტისაგან და მეფუტკრისაგან. ჩახატავენ შთბეჭდილებებს. მოახდენენ  შეგროვილი მასალების პრეზენტაციას. აღნიშნული აქტივობები ხელს შეუწყობს სხვისი მოსმენის, აზრის გამოთქმის, ერთობლივ ნამუშევერზე პასუხისმგებლობის უნარის განვითარებას.
პროექტის ვრცელი აღწერა: ფუტკრის შესახებ ინფორმაციის მოძიება და შესწავლა
მოვიძიოთ საჭირო ინფორმაცია, შევაგროვოთ ფოტო-ვიდეო მასალა.  
·         ფუტკრის აგებულება
·         როგორ ცხოვრობენ ფუტკრები?
·         როგორ და როდის მრავლდება ფუტკარი?
·         როგორ იკვებებიან ფუტკრები?
·         რამდენი და რა ჯიშის ფუტკარი არსებობს?
·         როგორ საუბრობენ ფუტკრები? ფუტკრის ენა
·         რატომ არის მნიშვნელოვანი ფუტკრის არსებობა მცენარეებისათვის?

თაფლის შესწავლა
დავუბრუნდებით ვ-მ-ვ ცხრილს, განვიხილავთ ფუტკრის გავლენას მცენარის არსებობაზე, და პირიქით მცენარის როლი ფუტკრის არსებობაზე.
·         რა  არის თაფლი?
·         როგორ აგროვებს ფუტკარი თაფლს?
·         რა თვისებებით გამოირჩევა თაფლი?
·         არის თუ არა ყველა თაფლი სამკურნალო?
·         როგორ ინახება თაფლი?

მოსწავლეები შემუშავებულ ვარაუდებს, მოძიებულ მასალასა და დაკვირვების შედეგებს შესაბამისი დასაბუთებით ჟურნალებში ჩაინიშნავენ.
ფუტკრის დამზადებული სხვა  პროდუქტების შესწავლა
გარდა თაფლისა ფუტკრის მიერ სხვა პროდუქტების მოძიება, თვისებების გარკვევა
  • როგორ ვმკურნალობთ თაფლით?
  • რა არის დინდგელი?
  • რა თვისებები აქვს ფუტკრის სადედე რძეს?
  • რაში ვიყენებთ ცვილს, ყვავილის მტვერს?
  • რისთვის გვჭირდება ფუტკრის შხამი?
  • თითოეულის როლი კოსმეტიკასა და კულინარიაში
მონაწილეთა ასაკი: 6-7 წელი მეორე კლასი
ვადები და ხანგრძლივობა: 1 თვემოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები შეარჩევენ სასწავლო პროექტის ფარგლებში ჩატარებული საუკეთესო აქტივობას. გაანალიზებენ, რამ განაპირობა მათი არჩევანი და ბოლოს, რა ცოდნა მიიღეს მოცემული დავალების შესრულების შედეგად.აიღებენ ინტერვიუებს გადაიღებენ ფოტო-ვიდეო მასალას.
 გაამახვილდება ყურადღება პროექტის რუბრიკიდან პროექტის მართვის ქვეთავზე და შემუშავებულ პროექტის გეგმებზე, მოსწავლეების მიერ პროცესების მართვის თვითშეფასებისთვის.  შეიქმნება კლასის ბლოგი ციფრული ფოტოები, ვიდეოები განთავსდება მასზე.  
სამუშაო ენა: ქართული
საგნებთან/ საგანთა ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ქართული; ბუნებისმეტყველება; სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება; ისტ-ი
მონაწილეები სხვა სკოლებიდან:  ----
პროექტის ფასილიტატორი: ირინე კირჩხელი
                                                          
პროექტის ფასილიტატორის  ელ. ფოსტა: irinekirchxeli@gmail.com
                                                                                
თანაავტორთა ჯგუფი:   ნათია ცინცაძე      ntsintsadze16@gmail.com
პროექტის ბლოგი:    irinesklasi.blogspot.com